პროექტის სახელწოდება: მინიმალური სამომხმარებლო კალათა
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა დაადგინონ ორი ან რამდენიმე ოჯახის ხარჯთაღრიცხვით,მინიმალური სამომხმარებლო კალათის საფასური;
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაერკვევიან საოჯახო ეკონომიკაში.
პროექტის მიზნები: იფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი, ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდის გამოთქმა.
მოსწავლეთა ასაკი: 13 წელი
ვადები:1 კვირა,
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები აწარმოებენ ოჯახების ხარჯთაღრიცხვას;
გააკეთებენ ანალიზს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. გამოთქვამენ ვარაუდს სამომხმარებლო კალათის საფასურის ოდენობაზე. გააკეთებენ დასკვნას მინიმალურ
სამომხმარებლო კალათაზე .
პროექტის რესურსები: მოსწავლეები, თემი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაანალიზებენ დასმულ ამოცანას, მოიძიებენ ოჯახებს
(დაკვირვების ობიექტებს), დააკვირდებიან 1 კვირის განმავლობაში რაში იხარჯება თანხები და რა რაოდენობით. შეავსებენ პუნქტებს:
* გადასახადები,( გაზი, ელ. ენერგია, ნარჩენები, წყალი, ტელევიზია, ინტერნეტი...)
* კვება,
*ტანსაცმელი,
*სხვა (ავადმყოფობა, გართობა....)
შეაჯერებენ მიღებულ მასალას , მიახლოებიტ ივარაუდებენ ხარჯის საფასურს, გააკეთებენ დასკვნას მინიმალურ სამომხმარებლო კლალათის საფასურზე.
კავშირი საგნებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.: მოსწავლე მოიპოვებს მონაცემებს
და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი: ნონა წულაია
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი.
Комментариев нет:
Отправить комментарий