среда, 16 ноября 2011 г.

           პროექტის  სახელწოდება:  მინიმალური   სამომხმარებლო   კალათა
პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლეებმა დაადგინონ  ორი  ან  რამდენიმე  ოჯახის  ხარჯთაღრიცხვით,მინიმალური  სამომხმარებლო  კალათის  საფასური;
პროექტის  აქტუალობა:   მოსწავლეები    გაერკვევიან  საოჯახო  ეკონომიკაში.
პროექტის  მიზნები:  იფორმაციის  მოპოვება,  მისი  ანალიზი,  ხარჯთაღრიცხვის  შედგენა; 
  ინფორმაციის  საფუძველზე  ვარაუდის  გამოთქმა.
მოსწავლეთა   ასაკი:   13  წელი
ვადები:1  კვირა,
მოსალოდნელი   შედეგები:  მოსწავლეები   აწარმოებენ  ოჯახების  ხარჯთაღრიცხვას;
გააკეთებენ  ანალიზს  მოპოვებული   ინფორმაციის   საფუძველზე.  გამოთქვამენ  ვარაუდს  სამომხმარებლო  კალათის    საფასურის   ოდენობაზე.       გააკეთებენ  დასკვნას მინიმალურ
სამომხმარებლო   კალათაზე .
პროექტის  რესურსები: მოსწავლეები,  თემი.
პროექტის   მსვლელობა:  მოსწავლეები  გაანალიზებენ  დასმულ  ამოცანას,  მოიძიებენ  ოჯახებს
(დაკვირვების  ობიექტებს),  დააკვირდებიან  1 კვირის  განმავლობაში რაში  იხარჯება  თანხები  და რა  რაოდენობით.  შეავსებენ  პუნქტებს:
 * გადასახადები,( გაზი, ელ. ენერგია,  ნარჩენები,  წყალი, ტელევიზია, ინტერნეტი...)
* კვება,
*ტანსაცმელი,
*სხვა  (ავადმყოფობა, გართობა....)
შეაჯერებენ  მიღებულ  მასალას ,  მიახლოებიტ  ივარაუდებენ  ხარჯის  საფასურს, გააკეთებენ  დასკვნას  მინიმალურ  სამომხმარებლო  კლალათის  საფასურზე.
კავშირი  საგნებთან , ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან.:  მოსწავლე   მოიპოვებს   მონაცემებს
და წარმოადგენს  მათ  დასმული ამოცანის  ამოსახსნელად  ხელსაყრელი  ფორმით.
პროექტის  ხელმძღვანელი:  ნონა  წულაია
ხელ-ის  ელ  ფოსტა: nona.tsulaia@gmail.com
პროექტის  ვებ- გვერდი/ბლოგი.